ქართული ანბანის ასო-ნიშნები

750,00 ₾

ნამუშევრების სერია, რომელიც ქართული ანბანის თითოეულ ასო-ბგერას ეძღვნება

ყველა ასო-ნიშანს ახლავს მისი ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ფორმები, რიცხვითი მნიშვნელობა და საერთაშორისო ტრანსკრიფცია, რაც ქართული დამწერლობის გრაფიკული განვითარების კანონზომიერებებს წარმოაჩენს.

ნამუშევარი შესრულებულია ხელით და გაფორმებულია უმაღლესი ხარისხის 24-კარატიანი ოქროს დეტალებით. ასო-ნიშნები მხატვრულად გადმოღებულია X–XIV საუკუნეების ქართული ხელნაწერებიდან და ასახავს ქართული კალიგრაფიული მემკვიდრეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.

ზომა: 33*33 სმ.
შეკვეთისას აირჩიეთ სასურველი ასო-ნიშანი, პასპარტუს და ჩარჩოს ფერი.

Scroll to Top