ქართული ანბანი არის ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური დამწერლობა მსოფლიოში. ის წარმოადგენს არა მხოლოდ წერილობითი კომუნიკაციის საშუალებას, არამედ ღრმა კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ქართული ანბანი

სრული კომპოზიცია - საზედაო ასოებით

ასო-ნიშნები

უნიკალური, როგორც ჩვენი იდენტობა

ინიციალები

პერსონალური ნამუშევარი - სასურველი ინიციალებით

ზოდიაქოს ნიშნები

საქართველოს XII საუკუნის ასტრონომიული ტრაქტატი (ხელნაწერი A-65)

ნამუშევრები

ქართული ანბანი წარმოადგენს უნიკალურ კულტურულ საგანძურს, რომელიც სამი განსხვავებული ფორმით ვითარდებოდა საუკუნეების განმავლობაში.

ქართული ანბანი არის ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური დამწერლობა მსოფლიოში. რომელიც სამი განსხვავებული ფორმით — ასომთავრული, ნუსხური და მხედრული — საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და ქართული კულტურის მნიშვნელოვან სიმბოლოდ ჩამოყალიბდა.. ის წარმოადგენს არა მხოლოდ წერილობითი კომუნიკაციის საშუალებას, არამედ ღრმა კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა „ასომთავარი“ არის ხელოვნებისა და კულტურის თანამედროვე ბრენდი, რომელიც შთაგონებულია ქართული ანბანის ესთეტიკითა და ღირებულებებით. ჩვენ ვქმნით უნიკალურ ხელნაკეთ ნამუშევრებს, რომელთა საფუძველიც შუა საუკუნეების ქართულ ხელნაწერებზე დაყრდნობილი ვიზუალური ტრადიციაა. თითოეული ასო-ნიშანი შექმნილია ხელით, ძველი ტექსტების საფუძველზე, ოქროსფრად გაფორმებული და ინდივიდუალურად დამუშავებული თანამედროვე არტისტული ხედვით. „ასომთავარის“ პროდუქტებზე მუშაობს პროფესორი ელენე მაჭავარიანი — კალიგრაფი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, რომელიც 60 წელზე მეტია იკვლევს ხელნაწერებს, ინიციალებს, ორნამენტებს და ანბანის სტრუქტურულ განვითარებას. სწორედ მისი სამეცნიერო მემკვიდრეობაა ის საყრდენი, რაზეც ბრენდი შენდება. ჩვენი მიზანია, ქართული ანბანი გახდეს ხელშესახები, თანამედროვე სივრცეში ინტეგრირებული კულტურული სიმბოლო. ეს შესაძლებელია როგორც სამკაულის, ასევე კედლის დეკორის ან საჩუქრის სახით — ყოველი ნამუშევარი არის ხილული ხიდი წარსულსა და თანამედროვეობას შორის. დამატებითი ინფორმაცია ქართული დამწერლობის მსოფლიო მნიშვნელობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ იუნესკოს ოფიციალურ გვერდზე. შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერები დასურათებულია მრავალი მინიატურული კომპოზიციით და შემკულია ორნამენტებით. ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით ნაწერ ტექსტებს აბზაცების დასაწყისში ამშვენებენ მხატვრულად შესრულებული საზედაო ასოები (ინიციალები). ქართული ანბანის შესწავლასა და პოპულარიზაციას ემსახურება ანბანური თანმიმდევრობით შედგენილი 38 ტაბულა გრაფიკული და მხატვრულად შემკული ასო-ნიშნებით, საერთაშორისო ტრანსკრიფციისა და რიცხვითი მნიშვნელობის მითითებით. ელენე მაჭავარიანი კითხულობდა და კითხულობს   ლექციებს უმაღლეს სასწავლებლებში,  2010-14 წლებში იგი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართული საერთაშორისო კონკურსის -„  ქართული კალიგრაფიის“ –  ჟიურის წევრი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2008 წელს მას მიენიჭა კორნელი კეკელიძის სახელობის პრემია. გრაფიკულად და მხატვრულად შემკული ასოთა მოხაზულობანი შერჩეულია ელენე მაჭავარიანის ნაშრომებზე დართული ვიზუალური მასალიდან: „ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლები“, თბ., 1982; „ქართული დამწერლობა“, თბ., 2008; „ქართული ხელნაწერები“ (ალბომი), მოსკოვი, 2001. „მწიგნობრობაი ქართული“, თბ., 2015; „ქართული ანბანი ბავშვებისათვის’’, თბ., 2020. ვიმედოვნებთ, რომ ქართული სამსახოვანი ანბანური დამწერლობით დაინტერესდება ფართო საზოგადოება. ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის ესოდენ მნიშვნელოვან აღიარებას ესადაგება ელენე მაჭავარიანის მიერ ვიზუალური მასალის თანხლებით შესრულებული ნაშრომები და ანბანის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული მისი საქმიანობა.

… ჩვენი მიზანია, ქართული ანბანი გახდეს ხელშესახები, თანამედროვე სივრცეში ინტეგრირებული კულტურული სიმბოლო. ეს შესაძლებელია როგორც სამკაულის, ასევე კედლის დეკორის ან საჩუქრის სახით — ყოველი ნამუშევარი არის ხილული ხიდი წარსულსა და თანამედროვეობას შორის. დამატებითი ინფორმაცია ქართული დამწერლობის მსოფლიო მნიშვნელობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ იუნესკოს ოფიციალურ გვერდზე. შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერები…

Scroll to Top