fbpx

ხელნაწერი • Manuscript

ოქროს დეტალებით შექმნილი, უნიკალური ქართული ანბანი

ქართული სამსახოვანი დამწერლობა

შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნები დასურათებულია მრავალი მინიატურული კომპოზიციით და შემკულია ორნამენტებით. ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით ნაწერ ტექსტებს აბზაცების დასაწყისში ამშვენებენ მხატვრულად შესრულებული მთავრული ასოები.

 

ქართული ანბანის შესწავლასა და პოპულარიზაციას ემსახურება ჩვენი 2 პროექტი: „ქართული ანბანი მთავრული ასოებით“ და „ქართული ანბანის სამსახოვანი დამწერლობა“ ანბანური თანმიმდევრობით შედგენილი 38 ტაბულა გრაფიკული და მხატვრულად შემკული ასო-ნიშნებით, საერთაშორისო ტრანსკრიფციისა და რიცხვითი მნიშვნელობის მითითებით.

 

ვიმედოვნებთ, რომ ქართული სამსახოვანი ანბანური დამწერლობით დაინტერესდება ფართო საზოგადოება. მათ შესაძლებლობა ექნებათ, ამოიკითხონ ტაძრის ფასადებზე, ფრესკულ კომპოზიციებსა თუ ჭედურ ხატებზე გამოკვეთილი წარწერები.

"ქართული ანბანი ორიგინალურია, თვითმყოფადია, შექმნილია ერთბაშად, ერთდროულად სხვა ანბანთაგან დამოუკიდებლად"

ელენე მაჭავარიანი

0
    0
    Your Cart
    Your cart is empty