• ქართული ანბანი სრული კომპოზიცია – საზედაო ასოებით
1200,00 ₾ – 1750,00 ₾Price range: 1200,00 ₾ through 1750,00 ₾
ქართული ანბანი საზედაო ასოებით
ქართული ანბანის უნიკალური ნამუშევრები ოქროს დეტალებით
„ასომთავარი“ არის ქართული კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებული ბრენდი, რომელიც ხელით შექმნილი ხელოვნების საშუალებით აცოცხლებს ანბანისა და უძველესი დამწერლობის ტრადიციებს.
შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერები დასურათებულია მრავალი მინიატურული კომპოზიციით და შემკულია ორნამენტებით. ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით ნაწერ ტექსტებს აბზაცების დასაწყისში ამშვენებენ მხატვრულად შესრულებული საზედაო ასოები (ინიციალები).
ბრენდი ეფუძნება ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის, კალიგრაფ, დამწერლობათმცოდნე, პროფესორ ელენე მაჭავარიანის სამეცნიერო და მხატვრულ მოღვაწეობას, რომელიც 60 წელზე მეტია იკვლევს მოხატულ ხელნაწერებს, სამსახოვანი ანბანის გენეზისსა და გრაფიკული განვითარების კანონზომიერებებს. ელენე მაჭავარიანი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელია. მას ხელნაწერებიდან და ისტორიული საბუთებიდან შესრულებული აქვს მხატვრული შემკულობისა და ტექსტების ასლები, რომლებიც განთავსებულია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოეთის მუზეუმების მუდმივ თუ მოძრავ საგამოფენო სივრცეში. ელენე მაჭავარიანი კითხულობდა და კითხულობს ლექციებს უმაღლეს სასწავლებლებში, 2010-14 წლებში იგი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართული საერთაშორისო კონკურსის -„ ქართული კალიგრაფიის“ – ჟიურის წევრი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2008 წელს მას მიენიჭა კორნელი კეკელიძის სახელობის პრემია.
2016 წელს ქართული ანბანი სახელწოდებით „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ შეტანილი იყო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. ქართული ანბანი არის ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური დამწერლობა მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში. ის წარმოადგენს არა მხოლოდ წერილობითი კომუნიკაციის საშუალებას, არამედ ღრმა კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას.
ქართული ანბანის შესწავლასა და პოპულარიზაციას ემსახურება ანბანური თანმიმდევრობით შედგენილი 38 ტაბულა გრაფიკული და მხატვრულად შემკული ასო-ნიშნებით, საერთაშორისო ტრანსკრიფციისა და რიცხვითი მნიშვნელობის მითითებით.
ვიმედოვნებთ, რომ ქართული სამსახოვანი ანბანური დამწერლობით დაინტერესდება ფართო საზოგადოება. მათ შესაძლებლობა ექნებათ, ამოიკითხონ ტაძრის ფასადებზე, ფრესკულ კომპოზიციებსა თუ ჭედურ ხატებზე გამოკვეთილი წარწერები.
საზედაო ასოები მხატვრულად გადმოღებულია X–XIV საუკუნის ქართული ხელნაწერებიდან. თითოეულ ასო-ნიშანს ახლავს ასომთავრული, ნუსხური, მხედრული ასო-ნიშნები და ასოები საერთაშორისო ტრანსკრიფციით.
თითოეული ნამუშევარი შესრულებულია ხელით და გაფორმებულია უმაღლესი ხარისხის 24-კარატიანი ოქროს დეტალები – ქართული ანბანი საზედაო ასოებით
„ასომთავარი“ აგრძელებს ამ საგანძურის გაცოცხლებას ხელოვნების ენით —
ასოები, რომლებიც ტაძრების კედლებზე გვხვდება, ახლა ხელშესახებია თანამედროვე სივრცეში — ჩარჩოში, თქვენთვის. თქვენ შეგიძლიათ ვიზუალურად ისწავლოთ ქართული ანბანი, დააკვირდეთ ასოთა ფორმების განვითარებას, ამოიცნოთ წარწერები ტაძრებზე, ფრესკებსა და ხატებზე. ჩვენი მიზანია, ქართული ანბანი გახდეს ხელშესახები, თანამედროვე სივრცეში
შეგიძლიათ გაეცნოთ სრულ კოლექციას ჩვენს მაღაზიის გვერდზე.
დამატებითი ინფორმაცია ქართული დამწერლობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ
დამატებითი ინფორმაცია ვიკიპედიაზე
ნამუშევარი შესრულებულია ხელით და გაფორმებულია უმაღლესი ხარისხის 24-კარატიანი ოქროს დეტალებით
შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერები დასურათებულია მრავალი მინიატურული კომპოზიციით და შემკულია ორნამენტებით. ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით ნაწერ ტექსტებს აბზაცების დასაწყისში ამშვენებენ მხატვრულად შესრულებული საზედაო ასოები (ინიციალები).
საზედაო ასოები მხატვრულად გადმოღებულია X–XIV საუკუნის ქართული ხელნაწერებიდან, რაც ნამუშევარს პირდაპირ აკავშირებს უძველეს კალიგრაფიულ მემკვიდრეობასთან. თითოეულ ასო-ნიშანს ახლავს ასომთავრული, ნუსხური, მხედრული ფორმები და საერთაშორისო ტრანსკრიფცია.

- არჩევის პარამეტრები This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ასო-ნიშანი „უ“

- არჩევის პარამეტრები This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ინიციალები

- არჩევის პარამეტრები This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ზოდიაქოს ნიშნები

- არჩევის პარამეტრები This product has multiple variants. The options may be chosen on the product page






