ინიციალები

950,00 

ნახატის ცენტრში გამოსახული მოხატული ინიციალების გარშემო წარმოდგენილია სამსახოვანი ანბანის – ასომთავრულის, ნუსხურისა და მხედრულის გრაფიკული განვითარების კანონზომიერებები, რიცხვითი მნიშვმნელობისა და საერთაშორისო ტრანსკრიფციის თანხლებით, რაც მას განსაკუთრებულ კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას სძენს.

ნამუშევარი შესრულებულია ხელით და გაფორმებულია უმაღლესი ხარისხის 24-კარატიანი ოქროს დეტალებით. ასო-ნიშნები მხატვრულად გადმოღებულია X–XIV საუკუნის ქართული ხელნაწერებიდან.

ნამუშევრის ზომაა: 33*45 სმ.
შეკვეთის გაფორმებისას მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ინიციალები.

Scroll to Top