ასო-ნიშანი „ჰ“

550,00 

შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერები დასურათებულია მრავალი მინიატურული კომპოზიციით და შემკულია ორნამენტებით. ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით ნაწერ ტექსტებს აბზაცების დასაწყისში ამშვენებენ მხატვრულად შესრულებული საზედაო ასოები (ინიციალები).

ნახატის ცენტრში გამოსახული მოხატული საზედაო ასოს გარშემო წარმოდგენილია სამსახოვანი ანბანის – ასომთავრულის, ნუსხურისა და მხედრულის გრაფიკული განვითარების კანონზომიერებები, რიცხვითი მნიშვმნელობისა და საერთაშორისო ტრანსკრიფციის თანხლებით, რაც მას განსაკუთრებულ კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას სძენს.

ბრენდი ეფუძნება ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის, კალიგრაფ, დამწერლობათმცოდნე, პროფესორ ელენე მაჭავარიანის სამეცნიერო და მხატვრულ მოღვაწეობას, რომელიც 60 წელზე მეტია იკვლევს მოხატულ ხელნაწერებს, სამსახოვანი ანბანის გენეზისსა და გრაფიკული განვითარების კანონზომიერებებს.

Scroll to Top